უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეთაურად ვალერი გერასიმოვი დაინიშნა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში შეიარაღებული ძალების ჯგუფის მეთაურად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, დაინიშნა ჯარების გაერთიანებული ჯგუფის (ძალების) მეთაურად“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.
როგორც ცნობილია, გერასიმოვის მოადგილეები იქნებიან სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ოლეგ სალუკოვი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ალექსეი კიმი და საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი სერგეი სუროვიკინი, რომელიც შეიარაღებული ძალების ჯგუფის მეთაურის თანამდებობას იკავებდა.