ლიეტუვა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საზენიტო სისტემებს გადასცემს

ლიეტუვა უკრაინას საჰაერო თავდაცვისა და საზენიტო სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პოლონელ კოლეგასთან, ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს მე კარგი ამბავი ჩამოვიტანე უკრაინისთვის: ჩვენ გადავცემთ [უკრაინას] საჰაერო თავდაცვის სისტემებს და გარკვეულ საზენიტო დანადგარებს, რამაც უნდა დაგეხმაროთ ამ ბრძოლაში“, – აღნიშნა ნაუსედამ.

მანვე დასძინა, რომ ლიეტუვაში ყოფილა პოლიტიკური დავები სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ დისკუსია არასოდეს ყოფილა.

„ყველა პოლიტიკური პარტია სრულად თანხმდება, რომ დახმარება უნდა იყოს მაქსიმალური და [უკრაინის] გამარჯვება უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები