The Guardian: „ვაგნერის ჯგუფს“ უკრაინაში რუსული ძალების მეოთხედი უკავია

„ვაგნერ ჯგუფის“ მებრძოლები ამჟამად, უკრაინაში რუსული ჯარების მთლიანი რაოდენობის მეოთხედს შეადგენენ, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

ერთ-ერთი დასავლური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, „ვაგნერის ჯგუფის“ როლი რუსეთის სამხედრო კამპანიაში უკრაინის წინააღმდეგ მუდმივად იზრდება.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ „ვაგნერელები“ ახლა შეადგენენ რუსი მებრძოლების მეოთხედს ან მეტს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანონიმურად ოფიციალურმა პირმა.

ამავდროულად, ანალიტიკოსები საუბრობენ „ვაგნერელების“ დაბალ ეფექტურობაზე, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით წარმოუდგენლად ნელი ტემპით მიიწევენ.

„ერთი სახლის აღებას ზოგჯერ ორი კვირა სჭირდება“, – აცხადებენ გამოცემასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები