CNN -ი თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც ჩინეთის ქალაქებშია გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ქალაქების კრემატორუმებთან რიგებია.
ფოტოები გასული წლის დეკემბერში და იანვრის დასაწყისშია გადაღებული.
CNN აღნიშნავს, რომ ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში 2022 წლის 7 დეკემბრის შემდეგ COVID-19-ით 37 ადამიანი გარდაიცვალა.
თუმცა, დასავლური მედიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩინეთი განიცდის მასიურ კრიზისს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსთან ბრძოლის ხელისუფლების უუნარობით.
ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ არსებობს ჰუმანიტარული კატასტროფა.