“ფაშინიანის მთავრობა მოკავშირის შეცვლის კურსს მიჰყვება, სურს რეგიონში დასავლეთის მოზიდვა” – ზატულინი

“დასავლეთი არ აპირებს სომხეთს კონფლიქტის მოგვარებაში დაეხმაროს”, – განაცხადა რადიოსადგურ “გოვორიტ მოსკვა”-სთან საუბარში რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა.

“ფაშინიანის მთავრობა მოკავშირის შეცვლის კურსს მიჰყვება და სურს რეგიონში დასავლეთის მიზიდვა იმ იმედით, რომ დასავლეთი, შეერთებული შტატები, საფრანგეთი დაეხმარება მას თურქეთთან და აზერბაიჯანთან გამკლავებაში. მაგრამ მათ ეს არასოდეს გაუკეთებიათ და არც არასოდეს გააკეთებენ, დარწმუნებული ვარ. იმიტომ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისთვის, რეგიონიდან რუსეთის გაყვანაა. ყველაფერი დანარჩენი, სომხური მოსახლეობისა და მთიანი ყარაბაღის ბედი, მათთვის ნაკლებად საინტერესოა“, – თქვა ზატულინმა.

რუსი დეპუტატი ამბობს, რომ უკვე ნახევარი წელია, რაც ფაშინიანის მთავრობა მოკავშირის შეცვლის საქმიანობას ეწევა.

“რუსეთის ნაცვლად – დასავლეთი. ბოლოდროინდელი განცხადებები კი მიანიშნებს იმაზე, რომ ფაშინიანის მთავრობა თამაშობს. ერთის მხრივ, აცხადებენ, რომ მთიანია ყარაბაღში სიტუაციის მოგვარების რუსული ვერსიის მიღება სურთ. და მეორეს მხრივ, ამბობენ, რომ არანაირი სურვილი არ აქვთ კუხო-ში აქტიური მონაწილეობა მიიღონ, მაშინ როდესაც კარგად ესმით, რომ კუხო არის რუსეთის მიერ შექმნილი ალიანსი“, – თქვა კონსტანტინე ზატულინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები