პაატა მანჯგალაძე: აუცილებელია ქუჩის აქციების ორგანიზება
“ჩვენი პარტია ყველა მიმართულებით აქტიური იქნება”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი 12-პუნქტიან რეკომენდაციას მიზანმიმართულად არ ასრულებს, ამიტომ ქუჩის აქციების ორგანიზება აუცილებელია.
„12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით ჩვენ საპარლამენტო საქმიანობაში ვმონაწილეობთ. ამის იქით ვფიქრობთ, რომ მხოლოდ პარლამენტი არ არის საკმარისი და აუცილებელია ქუჩის აქციების ორგანიზებაც. ვინაიდან, ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი მიზანმიმართულად აგდებს ამ 12 პუნქტს და ხალხის დაკვეთას არ ასრულებს – აუცილებელია ხალხი ჩავრთოთ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.