ევროკავშირმა და ნატომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად სამუშაო ჯგუფი შექმნეს

ევროკავშირმა და ნატომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად სამუშაო ჯგუფი შექმნეს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის შეხვედრაზე დღეს, ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას განიხილავენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სფეროში.

“ჩრდილოეთ ნაკადებზე” დივერსიამ აჩვენა, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ამ ახალი ტიპის საფრთხეს უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომ, დღეს ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირ-ნატოს სამუშაო ჯგუფის მუშაობას, მდგრადი კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის. ეს არის სამუშაო ჯგუფი, სადაც ნატოს და ევროკავშირის ექსპერტები იმუშავებენ, რომ გამოავლინონ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ძირითადი საფრთხეები, გამოიკვლიონ სტრატეგიული დაუცველობა, და რა თქმა უნდა, შეიმუშაონ ძირითადი პრინციპები ჩვენი მდგრადობის გასაუმჯობესებლად“, – დასძინა მან.

ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, თავდაპირველად სამუშაო ჯგუფი ოთხ სექტორს დაფარავს: ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ციფრულ სფეროს და კოსმოსს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები