ჯანმო “ომიკრონის” ახალი ქვეშტამის გავრცელების გამო, მოქალაქეებს მოგზაურობისას პირბადის ტარებას ურჩევს

კორონავირუსის “ომიკრონის” ქვეშტამის XBB.1.5-ის გავრცელების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისას პირბადის ტარების რეკომენდაციას გასცემს.

ამის შესახებ Reuters წერს.

რეკომენდაციის გაცემა აშშ-ში XBB.1.5-ის სწრაფი გავრცელება გახდა. ამასთან, ორგანიზაციის ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეშტამი ევროპაშიც არის დაფიქსირებული, თუმცა მცირე რაოდენობით.

ჯანმო-ში ამბობენ, რომ ქვეყნებმა უნდა შეისწავლონ არსებული მდგომარეობა და ამის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება მგზავრებისთვის გაფრენამდე ტესტების ჩატარების შესახებ.

მიმდინარე კვირას აშშ-ში აღრიცხული კორონავირუსის შემთხვევების 27% -ზე მეტი „ომიკრონის“ ახალ ვარიანტს წარმოადგენს.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 10 იანვარს ევროპასა და ჩინეთს შორის შესრულებული ავიარეისების მგზავრებისთვის პირბადის ტარებისა და ტესტირების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები