ლონდონის აეროპორტში სამართალდამცველებმა ბარგის შემოწმებისას ურანი ამოიღეს

ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში, ბარგის შემოწმებისას მებაჟეებმა მცირე რაოდენობით ურანი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

შემთხვევა 2022 წლის 29 დეკემბერს მოხდა, მებაჟეები დაუყოვნებლივ კონტრტეროროსტულ ქვედანაყოფს დაუკავშირდნენ.

როგორც უწყებაში განაცხადეს, დაბინძურებული მასალის რაოდენობა “ძალიან მცირე იყო” და, ექსპერტების აზრით, მოსახლეობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

“მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ჯერჯერობით არ იკვეთება, რომ მომხდარი პირდაპირ საფრთხეს შეიძლება უკავშირდებოდეს”,- აღნიშნეს კონტრდაზვერვაში.

მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები