ზელენსკიმ მედვედჩუკსა და „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ სამ დეპუტატს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრორუს პოლიტიკოსს, ვიქტორ მედვედჩუკს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა მედვედჩუკთან ერთად უკრაინის მოქალაქეებო „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ სამ დეპუტატს: ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატა კუზმინს ჩამოართვა.
„უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, ჩამოვართვა მოქალაქეობა ოთხ ადამიანს: ვიქტორ მედვედჩუკს, ტარას კოზაკს, ანდრეი დერკაჩსა და რენატა კუზმინს. თუ სახალხო დეპუტატები ირჩევენ, ემსახურონ არა უკრაინელ ხალხს, არამედ უკრაინაში შემოსულ მკვლელებს, მაშინ ჩვენი ქმედებები იქნება შესაბამისი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.