პენტაგონის ცნობით, უკრაინელი სამხედროები Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე წვრთნას მომდევნო კვირიდან აშშ-ში დაიწყებენ

პენტაგონის ცნობით, მომდევნო კვირიდან, 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი შეერთებულ შტატებში Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე წვრთნას დაიწყებს.

ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, პეტ რაიდერმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე შემიძლია დავადასტურო, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე უკრაინული ძალების წვრთნა მომავალ კვირას ფორტ სილში, ოკლაჰომაში დაიწყება“, – აღნიშნა რაიდერმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ტრენინგს დაახლოებით 90-დან 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც პენტაგონის სპიკერმა აღნიშნა, ტრენინგი ჩვეულებრივ ერთ წლამდე გრძელდება. თუმცა, მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების კურსის დასაჩქარებლად ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული.

მისივე განმარტებით, კურსი მოიცავს ტრენინგს საკლასო ოთახებში, Patriot-ის სისტემებზე და შემდეგ სიმულაციური ლაბორატორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები