კალიფორნიაში, ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა

კალიფორნიაში, ძლიერ შტორმს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კოკისპირული წვიმების, ძლიერი ქარისა და წყალდიდობის გამო, საცხოვრებელი სახლები ათასობით ადამიანმა დატოვა. უამინდობის გამო, მილიონობით ადამიანი კვლავ საფრთხის ქვეშაა. 240 ათასამდე პირი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, შტატის დიდ ნაწილში ძლიერი წვიმა, ზოგიერთ რაიონში კი მეწყერი და ღვარცოფია მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები