მასშტაბური სარკინიგზო ინციდენტი სოჭში (ვიდეო)
დღეს დილის 10 საათზე სარკინიგზო საკონტაქტო ქსელების დაზიანების შედეგად, სოჭში ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდა. ასობით გადაჭედილი ვაგონი, რომლებიც მიემართებოდა სოჭისკენ, ორმოცგრადუსიან სიცხეში, ელექტრომომარაგების გარეშე, მზის გულზე დარჩა. აღნიშნულის გამო მგზავრები საშინელ პირობებში აღმოჩნდნენ. უცხოური მედიის ინფორმაციით, გამოირთო კონდიციონერებიც. რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტი ამ მომენტამდე მგზავრებს დეზინფორმაციაში ამყოფებს. როდესაც რუსეთის მთავრობა უკრაინაში ჰუმანიტარულ ტვირთს ვითომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აგზავნის, რუსეთის მთავრობა არც კი ამჩნევს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც გაემგზავრნენ დასასვენებლად სოჭში და აღმოჩნდნენ ნამდვილ ჯოჯოხეთში გაცხელებულ ვაგონებში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=TUCqp_WTbVA” width=”560″ height=”315″]