ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებმა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის მესამე ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატოს შტაბ-ბინაში ხელი მოაწერეს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის მესამე ერთობლივ დეკლარაციას.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ნატოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადავიყვანოთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ერთობლივი დეკლარაცია მიზნად ისახავს ნატოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასა და გაფართოებას.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს კონტექსტში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ევროკავშირის პარტნიორობა „კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი გახდებიან ნატოს სრულუფლებიანი წევრები. მათ გაწევრიანებასთან ერთად ნატო დაიცავს ევროკავშირის მოქალაქეების 96%-ს და უფრო მეტ წილს მის ტერიტორიაზე, ვიდრე ოდესმე“.