გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხარკოვში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, მას ეჭვიც არ ეპარება, რომ გერმანიის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.
„დღეს ანალენა ბერბოკი და მე ხარკოვს ვესტუმრეთ, რომელსაც რუსეთმა უდიდესი ტანჯვა მიაყენა. ხარკოვი ახლა უკრაინის წარმატებული კონტრიერიშების სიმბოლოა, რომლებიც ადასტურებს, რომ პარტნიორების საკმარისი დახმარებით უკრაინა გაიმარჯვებს. ეჭვი არ მეპარება, რომ გერმანული სამხედრო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება“, – წერს კულება Twitter-ზე.
Today, @ABaerbock and I visited wartime Kharkiv where Russia caused enormous suffering. Kharkiv is now a symbol of successful Ukrainian counteroffensives which prove Ukraine will win with sufficient support of partners. I have no doubts further German military aid will come. pic.twitter.com/iCErESAW2J
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) January 10, 2023