“თალიბანში” ქალებისთვის სილამაზის სალონების დახურვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ “თალიბანის” მთავრობამ ავღანეთში ქალებისთვის სილამაზის სალონების დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება – სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დოჰაში “თალიბანის” პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელმა, მოჰამედ სოჰაილ შაჰინმა განუცხადა.

„ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, შესაბამისი ორგანოები ამ მტკიცებას უარყოფენ“, – განაცხადა მან.

შესაბამისი შინაარსის ინფორმაცია დღეს ტელეკომპანია Al Arabiya-მ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში 10 დღეში უნდა შევიდა.

ამავე ცნობის თანახმად, ქალებს ავღანეთში სავაჭრო ცენტრებში მუშაობაც ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები