დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრის ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს

დედოფლისწყაროში წუხელ, გვიან ღამით საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბაღაშვილის ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს. აღნიშნული შემთხვევა ბაღაშვილის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მათ 01:30 საათზე აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც აალებული მანქანა დაინახეს და ცეცხლი სახანძროს ბრიგადის მისვლამდე ჩააქრეს. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განაგდურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები