“თალიბანი” ქალებისთვის სილამაზის სალონებს ხურავს
ავღანეთში “თალიბანის” მთავრობამ ქალებისთვის სილამაზის სალონების დახურვის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ ტელეკომპანია Al Arabiya წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, წერს Haqqin.
მათი ინფორმაციით, “თალიბანის” მთავრობამ ათდღიანი ვადა დააწესა, რის შემდეგაც ქალების სილამაზის სალონები დაიხურება.
გარდა ამისა, საუბარია იმაზეც, რომ ქვეყანაში ქალებს სავაჭრო ცენტრებში მუშაობა აუკრძალეს.