ირანისთვის რეგიონში საზღვრების ცვლილება მიუღებელია – ირანის პარლამენტის სპიკერი
ირანისთვის რეგიონში საზღვრების რაიმე ცვლილება მიუღებელია, – განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა ანტალიაში აზერბაიჯანელ კოლეგა საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრაზე.
“ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს რეგიონულ და გლობალურ ასპარეზზე და რაც უფრო ახლოს იქნება რეგიონის ქვეყნები, მით უკეთესია რეგიონისთვის, და არ უნდა მივცეთ უფლება არარეგიონულ ქვეყნებს ჩაერიონ ამ სფეროში“, – განაცხადა ღალიბაფმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანს, როგორც მეზობელ ქვეყანას, ირანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორმხრივი ურთიერთობების გარდა, სერიოზული როლი შეიძლება ითამაშოს საპარლამენტო თანამშრომლობის შესაძლებლობამ.