სოზარ სუბარი: სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს „ბუკები“ რატომ მიჰყიდეო, ამის შემდეგ კი, სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა – რა დამსახურებისთვის, ნეტავ?

„ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება.

“სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს „ბუკები“ რატომ მიჰყიდეო. ამის შემდეგ კი, სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. რა დამსახურებისთვის, ნეტავ?”,- წერს სუბარი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილში ნათქვამია: “სირცხვილია უკრაინისთვის ბუკის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს. ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები ბუკისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე. ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები