“ისლამისტების სახელმწიფო” ამერიკას ტერორისტული აქტებით დაემუქრა

“ისლამისტების სახელმწიფოს“ ფუნდამენტალისტი ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერაქტების სერიით ემუქრებიან. როგორც უცხოური მედია მათზე დაყრდნობით, იტყობინება, ისინი ტერაქტებს “ნებისმიერ ადგილას და დროს“, განახორციელებენ, თუ მათი სამხედრო საჰაერო ძალები არ შეწყვეტენ მათი სამხედრო ბაზების დაბომბვას. ისლამისტი ტერორისტები იხსენებენ ერაყის ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ სისასტიკეებს და ავრცელებენ ვიდეო მასალებს, სადაც ერაყელი ჯარისკაცების წამებით სიკვდილია ასახული. გამომდინარე აქედან, მათ ამერიკელებს შემდეგი სიტყვებით მიმართეს: ,,საკუთარ სისხლში დაგახრჩობთ“ მესიჯი ტერორისტებმა ამერიკელ სამხედროებს ინგლისურ ენაზე გაუგზავნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები