ტოვებს თუ არა სომხეთი კუხო-ს – ნიკოლ ფაშინიანის კომენტარი

“ერევანმა პარტნიორებთან ულტიმატუმის ენით არ უნდა ისაუბროს,- განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე კუხო-დან რესპუბლიკის გასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თუ 10 იანვრისთვის ლაჩინის დერეფანი არ იქნება გათავისუფლებული.

„არ ვფიქრობ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ულტიმატუმების ენით უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ რისი თქმაც გვინდოდა არსებულ ვითარებაზე და, ფაქტობრივად, დასამატებელი არაფერი გვაქვს. ლაჩინის დერეფნის დახურვის ფაქტზე საჯარო შეფასებებიც გაკეთდა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ იმას რაც ხდება, უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით,  გზის ჩაკეტვა მიზნად ისახავს მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების ნების გატეხვას და სამშობლოში ცხოვრების მტკიცე გადაწყვეტილებას.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთავრობის პოზიცია უკვე წარმოდგენილია: აუცილებელია დიპლომატიური მექანიზმების გამოყენება, საჭიროა საერთაშორისო ზეწოლა აზერბაიჯანზე დერეფნის განბლოკვის მიზნით.

„ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მე-6 პუნქტის მიხედვით, ლაჩინის დერეფნის საკითხზე სამართლებრივი ვალდებულებები ეკისრება აზერბაიჯანსა და რუსეთს“, – განაცხადა პრემიერმა.

მან დასძინა, რომ ამ პუნქტში სომხეთთან დაკავშირებული ფორმულირებები არ არის.

“ამ კუთხით, ერევნის ქმედებები ლეგიტიმური უნდა იყოს”,- განმარტა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.

პოლიტიკოსმა გაიხსენა, რომ საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში დაისვა, ამასთან, ლაჩინის დერეფნის ნორმალური ფუნქციონირება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტმა უნდა უზრუნველყოს.

ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა არ დაამტკიცა სამშვიდობოების მანდატი, ამ მანდატს ხელი მოაწერეს სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა, და დოკუმენტში არ არის საუბარი იმაზე, რომ ის ძალაში მხოლოდ სამივე მხარის ხელმოწერის შემდეგ შედის.

2022 წლის 12 დეკემბერს აზერბაიჯანელ ეკოლოგთა ჯგუფმა კიდევ ერთხელ გადაკეტა მთიანი ყარაბაღი -სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები