კრამატორსკში სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – ტიმოშენკო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, გვიან ღამით ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს (დონეცკის რეგიონის უკრაინის მიერბ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციული ცენტრი).
მისი თქმით, რაკეტა გზაზე მიმავალ მანქანას დაეცა, რის შედეგად ავტომობილში მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა.