ნიდერლანდებმა “დოჟდს” მაუწყებლობის ლიცენზია მისცა

ნიდერლანდების მედიის მარეგულირებელმა რუსულ ტელეარხ Дождь-ს კომერციული მაუწყებლობის ნებართვა მისცა.

ამის შესახებ არხის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ განაცხადა.

მარეგულირებლის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება 5 წლის ვადით 2022 წლის 22 დეკემბერს იყო მიღებული.

ნიდერლანდების მარეგულირებლის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ “დოჟდმა” განცხადება 6 დეკემბერს შეიტანა, მას შემდეგ რაც 1-ელ დეკემბერს მათი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლატვიამ მიიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა ის, რომ ბალტიის კიდევ ერთმა ქვეყანამ – ლიეტუვამ და ესტონეთმა არხის მაუწყებლობა შეწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები