Politico: აშშ უკრაინისთვის ჯავშანმანქანების Stryker-ის ​გადაცემას განიხილავს

შეერთებული შტატები დახმარების მომდევნო პაკეტში უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების Stryker-ის გადაცემას განიხილავს.

ამის შესახებ Politico აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, აშშ დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, უკვე მომდევნო კვირის ბოლოს, “რამშტაინის” შეხვედრაზე გამოაცხადებს, და ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა მასში Stryker-ი.

გასულ კვირას აშშ-მა 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების რეკორდული პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მოიცავდა 50 ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანას Bradley-ს.

რაც შეეხება რვა ბორბლიან Stryker-ს, ის Bradley-ზე ბევრად მსუბუქი და პატარაა. ის შეიძლება აღჭურვილი იყოს 105 მმ-იანი ქვემეხით, ავტომატური 30 მმ-იანი ქვემეხით, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარით ან მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით. ამ ჯავშანმანქანას შეუძლია ეკიპაჟის ორი წევრის გარდა, კიდევ 9 ჯარისკაცის გადაყვანა.

აშშ-ს არმიაში ასეთი 4,5 ათასზე მეტი მანქანაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები