რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საცხოვრებელ კვარტალზე იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის საცხოვრებელ კვარტალს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.

„ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ გაუხსნეს ცეცხლი ქალაქს. ჭურვი პირდაპირ საცხოვრებელი კვარტლის გზაჯვარედინზე ჩამოვარდა. ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა“, – წერს ტიმოშენკო „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები