ჯეიკ სალივანი: ირანი რუსეთისთვის დრონების მიყიდვით, შესაძლოა, ხელს უწყობდეს უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენას
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიყიდვა ნიშნავს, რომ თეირანი შესაძლოა, ხელს უწყობდეს ომის დანაშაულების ჩადენას.
„ირანმა აირჩია გზა, სადაც მის იარაღს იყენებენ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და ქალაქების სიცივესა და სიბნელეში ჩაძირვის მცდელობისას, რაც ჩვენი აზრით, ირანს აყენებს მდგომარეობაში, როდესაც ის შესაძლოა ხელს უწყობდეს მასშტაბური სამხედრო დანაშაულების ჩადენას“, – აღნიშნა სალივანმა.
მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ის დაწესებული სანქციები აჩვენებს, რომ ისინი ცდილობენ, ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების გადაცემა უფრო რთული გახადონ.