ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია

Jair Bolsonaro, Brazil's president, departs after speaking during a press conference at Alvorada Palace in Brasilia, Brazil, on Tuesday, Nov. 1, 2022. Bolsonaro vowed to follow the constitution in his first speech after narrowly losing Sunday's runoff election to Luiz Inacio Lula da Silva, but didnt formally concede. Photographer: Arthur Menescal/Bloomberg via Getty Images

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, მუცლის არეში ტკივილის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მეუღლემ, მიშელ ბოლსონარუმ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის აშშ-ში, ორლანდოს მახლობლად მდებარე საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც სააგენტო Reuters-ი ბოლსონარუს ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, მისი მდგომარეობა არ არის შემაშფოთებელი.

ბოლსონარუს ჰოსპიტალიზება მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ათასობით მხარდამჭერი ბრაზილიის დედაქალაქში სამთავრობო უწყებებში შეიჭრა.

ყოფილი პრეზიდენტი 2018 წელს დანით დაჭრეს და მას შემდეგ მუცლის არეში ტკივილს ებრძვის.

ჟაირ ბოლსონარუმ ბრაზილია დაახლოებით 10 დღის წინ დატოვა და შეერთებულ შტატებში გადავიდა. მან უარი თქვა გასულ კვირას ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები