გივი მიქანაძე: რაიმე სიებზე საუბარი არის კიდევ ერთი სპეკულაციური განცხადება

“რაიმე სიებზე საუბარი არის კიდევ ერთი სპეკულაციური განცხადება, მით უმეტეს იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში ძალიან მძიმე დანაშაულებრივი სისტემა ჩამოაყალიბა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი აქტის შედგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მიქანაძის თქმით, სააკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები არსებობს.

„დადგენილი არის კონკრეტული ფაქტები და ამ ფაქტებზე დაყრდნობით სასამართლოს მიერ მიღებული არის შესაბამისი განაჩენი იმის თაობაზე თუ რატომ ცნეს ეს ადამიანი დამნაშავედ და რამდენიმე საქმე კვლავ იხილება“, – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, „მაგნიტსკის სიის“ ავტორი უილიამ ბრაუდერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც მას „მაგნიტსკის” ახალი სიის წინასწარ შედგენაში ქართული ჯგუფებისთვის დახმარების გაწევა სთხოვა, პასუხობს, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე და ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე. “მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა “მაგნიტსკის სანქციებისთვის” ამას ყურადღება მიაქციონ”, – წერს ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები