გია ცაგარეიშვილი: კატასტროფა და ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, რომ ვიღაც ბედავს ამ ქვეყანაში და ხალხს ე.წ. სააკაშვილის სიებზე ესაუბრება
“უბედურება, ტრაგედია, კატასტროფა და ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, რომ ვიღაც ბედავს ამ ქვეყანაში და ხალხს ე.წ. სააკაშვილის სიებზე ესაუბრება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„2013 წლის ივნისის თვეში სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილია ე.წ. კასრები, სადაც იყო სიაც. შორს ნუ წავლენ, აიღონ და ბატონ ბილს გაუგზავნონ და უთხრან, რომ აგერ გვაქვს გამზადებული სია იმ ხალხის, რომელიც ფიზიკურად უნდა გაგვენადგურებინა. ეს არის უბედურება, ტრაგედია, კატასტროფა და ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, რომ ვიღაც ბედავს ამ ქვეყანაში და ე.წ. სააკაშვილის სიებზე ესაუბრება ხალხს. ჩაიხედოს ბატონმა ბილმა და გაარჩიოს თეთრი და შავი. ვინ არის ან რა იყო მიხეილ სააკაშვილსა და იმ რეჟიმის რაობა და როგორი არაადამიანური იყო ის. რა მეთოდებით მართავდნენ ისინი საქართველოს, როგორ ჩასვეს ციხეში 25 000 ადამიანი, 300 ათასი პრობაციონერი იყო. როგორ განდევნეს ათასობით ადამიანი, ათასობით კიდევ დახოცეს, მამაკაცებს ციხეში აუპატიურებდნენ!“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბროუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე, და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.