მცხეთის სოფლებში გზების გაწმენდა მიმდინარეობს
ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტექნიკური მარილი იყრება ლისის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში ლისსა და მუხათწყაროში, დაიყრება ნაფეტვრების ტერიტორიაზეც, ხოლო საგურამოში გზების გაწმენდა მიმდინარეობს თოვლის საფარისგან.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.