უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, შობას რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტაძრებში ტერაქტებს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ვერეშჩუკი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელ შობას რუსები ამზადებენ ტერაქტებს ტაძრებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 5 იანვარს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შობისთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედება დაავალა.