ისრაელში არაბის და ებრაელის ქორწინებას დაპირისპირება მოჰყვა
ისრაელში, თელ-ავივის მახლობლად ქალაქ რიშონ-ლე-ციოლში მუსულმანი არაბისა და ებრაელის დაქორწინებათან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო.
საქმრომ მაჰმუდ მანსურმა აქციის აკრძალვის მოთხოვნით ისრაელის სასამართლოს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
აქცია ულტრა-მემარჯვენე ორგანიზაცია „ლეხავას“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მუსულმან არაბებსა და ებრაელებს შორის შერეული ქორწინების წინააღმდეგ გამოდის. აქციის ოთხმა წევრმა დაარღვიეს აქციის გამართვის პირობები და ისინი პოლიციამ დააკავა.
საპროტესტო აქციის მახლობლად ასევე გაიმართა კონტრ-დემონასტრაცია, სადაც მოსახლეობა ახალდაქორწინებულთა მხარდასაჭერად შეიკრიბა.
მაჰმუდ მანსურმა და მისმა მეუღლემ მორელ მალკამ, რომელმაც ქორწინების წინ ისლამი მიიღო, თავიანთ ქორწილში 500 სტუმარი მოიპატიჟეს.
ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მაჰმუდ მანსურსა და მორელ მალკეს ბედნიერება უსურვა და მანიფესტანტები გააკრიტიკა.
გაზეთ „ The Times of Israel” -ს მოჰყავს რივლინის სიტყვები, სადაც მან პროტესტანტები მღრნელებს შეადარა, რომლებიც ძირს უთხრიან ისრაელის დემოკრატიას.
წყარო : BBC