თურქეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობა კიდევ ერთხელ შესთავაზა

epa10127453 A handout photo made available by the Ukrainian Presidential Press Service shows Ukrainian President Volodymyr Zelensky (R) welcoming Turkish President Recep Tayyip Erdogan (L) in Lviv, Ukraine, 18 July 2022. Zelensky welcomed Turkish President Erdogan and UN Secretary-General Guterres for talks on improving the grain initiative and the situation around the Zaporizhzhia nuclear power plant. EPA-EFE/UKRAINIAN PRESIDENTIAL PRESS SERVICE HANDOUT -- MANDATORY CREDIT: UKRAINIAN PRESIDENTIAL PRESS SERVICE -- HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის პრეზიდენტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერდოღანმა ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობა კიდევ ერთხელ შესთავაზა.

თურქეთი მზად არის, ხელი შეუწყოს და შუამავლობა გაუწიოს რუსეთსა და უკრაინას შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას.

ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი ასევე შეეხო უკრაინის ჰუმანიტარულ სფეროში და ენერგეტიკულ საკითხებში თურქეთის მხარდაჭერას, ასევე მარცვლეულის დერეფნის მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები