ილია მეორე – სააკაშვილს: გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნის. პატრიარქი სააკაშვილს მისთვის აღსაყდრების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის, ასევე, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს.

„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – აღნიშნულია წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები