იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ამჟამად ომის დასრულების სურვილი არ აქვს – დასავლეთი მზად უნდა იყოს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის

დასავლური ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, სამხედრო მხარდაჭერა უზრუნველყოფს უკრაინის, როგორც სუვერენული ქვეყნის გადარჩენას და რუსეთს აიძულებს, ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს.

მისი თქმით, რუსეთის მიერ გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ აჩვენა, რომ რუსეთს ამჟამად ომის დასრულების სურვილი არ აქვს.

„უკრაინულ ძალებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ იმპულსი, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთი მობილიზებულია კიდევ ბევრი ძალით, ბევრი მათგანი ახლა ვარჯიშობს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მზად არიან ომის გასაგრძელებლად და ასევე ცდილობენ პოტენციურად განახორციელონ ახალი შეტევა.

ახლა ჩვენ უნდა გავუწიოთ მხარდაჭერა უკრაინას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერა, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ დავარწმუნოთ რუსეთი, რომ კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკება და პატივი სცეს უკრაინას, როგორც სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. რისი მიღწევაც შეუძლია უკრაინას მოლაპარაკების მაგიდის გარშემო, მთლიანად დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მის სიძლიერეზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები