ტერორისტები, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს ხარკოვში უკრაინული ავიალაინერის აფეთქებას გეგმავდნენ, დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში მომზადებული ტერორისტული დაჯგუფება წევრები დააკავა, რომლებიც ხარკოვის ოლქში ტერაქტების მოწყობაში შემჩნეულები იყვნენ. უკრაინის უშიშროების სპეცსამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიალაინერის ჩამოგდებას აპირებდნენ.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება ივლისის დასაწყისში გეგმავდა სატვირთო მატარებლის აფეთქებას, ასევე დივერსიის მოწყობას ,,ხარკოვის სატანკო ქარხანაში“. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დადგენილია, რომ დაჯგუფება მოქმედებდა რუსეთის სპეცსამსახურების მითითებით და ევალებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები