ბაიდენის ხელმოწერილი ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფასაც ითვალისწინებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს ფისკალური წლის 1,7 ტრილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის დახმარებას ითვალისწინებს. 

კანონის მიხედვით, დაახლოებით 45 მილიარდი დოლარი გამოიყოფა უკრაინისა და ნატოს ქვეყნების დასახმარებლად.

ეს იმაზე მეტია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაცია ითხოვდა.

კონგრესისთვის წარდგენილ პროექტში, რომელიც საბოლოოდ ხელი ორივე პალატამ დაამტკიცა, საუბარი იყო საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფაზე.

აშშ-ის თავდაცვის ხარჯებისთვის 858 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, რაც ​ წლევანდელთან შედარებით 10%-ით მეტია და 45 მილიარდი დოლარით აღემატება იმ თანხას, რაც ბაიდენმა მოითხოვა.

ამ თანხებიდან, თითქმის 140 მილიარდი დოლარი გამოიყოფა მოწინავე სამხედრო კვლევებისა და განვითარებისთვის.

სხვა საკითხებთან ერთად, ასევე იგეგმება 11 ახალი ხომალდის აგება და 19 მრავალფუნქციური დამრტყმელი გამანადგურებლის ბრძოლისუნარიანობის აღდგენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები