რუსმა ოკუპანტებმა ღამით კიევსა და კიევის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანეს
ოკუპანტებმა გვიან ღამით კიევსა და კიევის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანეს.
კიევში, ადგილობრივი დროით 2:13 საათზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ქალაქის ადმინისტრაცია მოსახლოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა, ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
დაფიქსირდა 5 Shahed-ი, მათგან ერთი გოლოსეევსკის რაიონში ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, რის შედეგად შენობა ნაწილობრივ დაინგრა, გვერდით მდგომ კორპუსში კი, მინები ჩაიმსხვრა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, კიევის რეგიონში ყველა დრონი მოგერიებულია.