რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა არ გასცა პასუხი ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მოსკოვი უკრაინის დრონებისგან დაცული.
კითხვა, ენგელსის აეროდრომზე კიდევ ერთი დრონის ჩამოგდებას მოჰყვა.
“თქვენ მისვამთ კითხვას, რომელის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ეხება. ამიტომ, მე გადაგამისამართებთ სხვა უწყებებში. თქვენ მათ კარგად იცნობთ”, – თქვა პესკოვმა.