ამერიკელი ექსპერტი ადასტურებს, რომ ლაბორატორიის კვლევაში, რომელსაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნაში ეყრდნობა, დარიშხანი არ იყო ნახსენები

ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა, დევიდ სმიტმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი სამედიცინო ლაბორატორიის (LMS) კვლევაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნაში ეყრდნობა, დარიშხანი არ იყო ნახსენები. ამის შესახებ მან სასამართლოში ისაუბრა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე აძლევს ჩვენებას.

სმიტის თქმით, კვლევაში ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ვერცხლისწყლის შემცველობაზე, რომლის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 50%-ით მეტი, 0.12% იყო.

„დარიშხანი ძალიან სწრაფად ქრება, მაშინ, როდესაც ვერცხლისწყალი უფრო დიდი ხნით რჩება“, – განაცხადა დევიდ სმიტმა.

მოსამართლის კითხვაზე, რომელი კვლევის საფუძველზე აქვს მოხსენიებული საკუთარ დასკვნაში სააკაშვილის ორგანიზმში, სავარაუდოდ აღმოჩენილ მეტალებს შორის დარიშხანი, ექსპერტმა კონკრეტული პასუხი ვერ გასცა და თქვა, რომ მის დასკვნაში “საუბარია LMS-სა და ასევე ერთ-ერთ გერმანულ ლაბორატორიაზე“.

„ნახსენებია LMS ლაბორატორია, ასევე სახეზე იყო გერმანული ლაბორატორია, რომლის სახელსაც ვერ ვპოულობ. დარიშხანი სწრაფად განიცდის მეტაბოლიზებას, მაგრამ არის ტოქსიკური. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ვერცხლისწყალზე, რომლის კონცენტრაციაც გაიზომა. ამასთან, შეიძლება დარიშხანის კონცენტრაცია ლეტალური არ იყოს, მაგრამ იყოს ტოქსიკური“, – განაცხადა სმიტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები