“ახლა ნეიტრალიტეტი თანამონაწილეობას უდრის” – კულება დღევანდელი იერიშის შემდეგ მსოფლიოს მიმართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას ბარბაროსული ქმედება უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ომში ნეიტრალური პოზიცია უცნაურად გამოიყურება.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“უაზრო ბარბაროსობა. ეს არის ერთადერთი სიტყვები, რომლებიც მახსენდება, როდესაც რუსეთი, ახალი წლის მოახლოებისას, მორიგჯერ იწყებს სარაკეტო თავდასხმას უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. არ შეიძლება იყოს “ნეიტრალიტეტი” ასეთი მასიური სამხედრო დანაშაულების წინაშე. ახლა “ნეიტრალურობის” შენარჩუნება იგივეა, რომ რუსეთის მხარეს დადგე”, – დაწერა დიპლომატმა.

უკრაინის გენშტაბის დაზუსტებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკრაინას დღეს 69 რაკეტა ესროლეს, მათგან 54 საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 100-120 რაკეტაზე საუბრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები