ია ფარულავამ სუროგატი დედის საშუალებით შვილის გაჩენა გადაწყვიტა
ია ფარულავამ გადაწყვეტილება მიიღო სუროგატი დედის საშუალებით შვილი გააჩინოს. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. ოცნების ასრულებაში მსახიობს „NEW LIFE“-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი დაეხმარება და სწორედ მასთან ერთად გაემგზავრება ფარულა ტაილანდში, სადაც საჭირო გამოკვლევების და პროცედურების ჩატარების შედეგ ზუსტი პასუხისც გაირკვევა…
– ჩემს შვილიანობასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება, ინტერვიუ დაბეჭდილა… ეს ისეთი მგრძნობიარე თემაა… მით უმეტეს, ახლა ჩემი ასაკიც ისეთია… მარიამს ვიცნობ რამდენიმე თვეა, მან შემომთავაზა, რომ შეიძლებოდა სუროგატი დედა აგვეყვანა, სხვათა შორის, იგივე რჩევა მომცა ყველა წამყვანმა ექიმმა, ამერიკაშიც და საქართველოშიც. ეს თემა ძალიან ფართოთ არის განხილული ფორუმებზე, ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს. ზუსტი პასუხი, ბუნებრივია, ახლა არ მაქვს, არ ვიცით, ეს ამბავი გამოვა თუ არა. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ მარიამმა ჩემ მიმართ ძალიან დიდი ყურადღება გამოიწვია და, კარგი გაგებით, მაწვებოდა, რომ გადაწყვეტილება მიმეღო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ძალიან მეშინია, რომ არ გამოვა ის, რაც ყველაზე მეტად მინდა, თუმცა თვითონ ფაქტი, რომ მარიამი უსასყიდლოდ მთავაზობს ამ მომსახურებას… მოგეხსენებათ, ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ჯერჯერობით არაფრის თქმა და დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან არ ვიცით, როგორი იქნება პასუხები. ჩემი ასაკის ქალბატონისთვის, ბუნებრივია, რთულია. საჭირო იქნება წინასწარ ანალიზების გაკეთება. დაახლოებით ერთ თვეში მეცოდინება ყველაფერი. თუ გამოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ღვთის ნებაა, თუ არ გამოვა, ესეც ღვთის ნება იქნება
– როგორი რეაქცია ჰქონდა თქვენს მეუღლეს, ხომ არ გაგიჭირდათ მისი დათანხმება?
– არა, საერთოდ არ ყოფილა დათანხმების მომენტი. ჩემს მეუღლეს პირველივე დღიდან ძალიან უნდოდა, რომ შვილი გვყოლოდა. თუმცა მეუბნება, რომ მისთვის, პირველ რიგში, მე ვარ მნიშვნელოვანი. მოსამზადებელ პერიოდში მომიწევს საკმაოდ რთული ჰორმონების, წამლების მიღება, რომელმაც შეიძლება ჩემი ასაკის ქალბატონში დაარღვიოს გარკვეული სისტემები, გამოიწვიოს პრობლემები. ეს გადაწყვეტილება პირადად მივიღე, არავინ არ მაძალებს ამის გაკეთებას. უბრალოდ, შემდეგ, სიბერეში რომ არ ვინანო, ეს ერთხელ ნამდვილად უნდა ვცადო. მარიამმა ამ ყველაფერში ძალიან პოზიტიური მუხტი შემოიტანა და ჩემი ჩანაფიქრი გაამყარა .
– სუროგატი დედა ქართველი იქნება?
– ეს დეტალები არ ვიცი, მართალი გითხრათ… რაკი ტაილანდში მივდივართ, სავარაუდოდ, ქართველი არ იქნება.
ია ფარულავა, მარიამ კუკუნაშვილთან ერთად, 20 თებერვალს უკვე ტაილანდში, „NEW LIFE“-ის კლინიკაში იქნება. საბოლოო პასუხი ფარულავას მარტის დასაწყისში, ანუ დაახლოებით ერთ თვეში ეცოდინება… სუროგაციის ცენტრის „NEW LIFE“-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებლის, მარიამ კუკუნაშვილის განცხადებით პაციენტის ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იას შემთხვევაში შანსები დაბალია, თუმცა ყოფილა შემთხვევები როდესაც ქალბატონები 43-45 წლის ასაკშიც გამხდარან მშობლები.
წყარო: primetimenews.ge/?page=9&news_id=23538