ხელოვნების სასახლეს დამიანე ალანიას არქივი გადაეცა

ხელოვნების სასახლეს ცნობილი ბიბლიოფილის, დამიანე ალანიას ვაჟი ესტუმრა და მამის არქივი გადასცა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია ავრცელებს.
„მეგობრებო, ფრიად გახარებული ვარ! წინასაახალწლოდ უკეთეს საჩუქარს ალბათ ვერც მივიღებდი!.
დღეს ხელოვნების სასახლეს ესტუმრა ცნობილი ქართველი ბიბლიოფილის, დამიანე ალანიას ვაჟი, ბატონი ნუგზარი და ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს მამის უნიკალური არქივის ნაწილი გადასცა…
ეს არქივი შეიცავს გამორჩეულ რარიტეტებს, მათ შორისაა: ტიციან ტაბიძის 5 ხელნაწერი, აქედან ერთი ლექსი დღემდე გამოუქვეყნებელია, იეთიმ გურჯის 1921 წელს დაწერილი ლექსი-ავტოგრაფი. არაერთი ფოტო, გაზეთი თუ წიგნი…
ჩვენთვის ამ კოლექციის მიღებასთან ერთად ორმაგი ბედნიერებაა ის ნდობა, რომელსაც სულ უფრო ხშირად იჩენენ თანამემამულეები ჩვენი ინსტიტუციისადმი… ეს უნიკალური არქივი დამიანე ალანიას კოლექციის სახით ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ხელოვნების სასახლის საგანძურში“, – წერს გიორგი კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები