აგვისტოს სასიყვარულო ასტრო- პროგნოზი
მარტოხელებო, მოემზადეთ !! ფრიად შესაძლოა, რომ თქვენთვის აგვისტოს თვე სასიამოვნო რომანტიული ნაცნობობის დასაწყისი აღმოჩნდეს!!
ყველაზე მეტად რომანტიულ სფეროზე გავლენას ისინი შეიგრძნობენ, ვისაც მზე, მერკური, ვენერა ან იუპიტერი ლომის ზოდიაქოში ჰყავთ. ეს შესამჩნევი იქნება აგრეთვე მათთვისაც, ვისაც ეს ზონა სხვა პლანეტებით ან კუთხის სახლების (I, IV, VII, X) კუსპიდებით ჰყავთ გააქტიურებული.
სიახლეები სასიყვარულო სფეროში რომ გარდაუვალია, ამაზე თვის მანძილზე ლომის ზონაში გამავალი პირადი პლანეტების- მზის, მერკურის, იუპიტერისა და ვენერას სტელიუმიც მეტყველებს.
განსაკუთრებული ყურადღება, რათქმაუნდა, ვენერას ლომში ტრანზიტს უნდა დავუთმოთ, რომელიც 12 აგვისტოდან იწყება, და 17 აგვისტოს ზუსტ შეერთებას აკეთებს იუპიტერთან. ვენერა ლომის სტუმრად სექტემბრის პირველ რიცხვამდე დარჩება და საშუალებას მისცემს ქალბატონებს საკუთარი მშვენიერების სხივებში იბრწყინონ. ხოლო მამაკაცები თავიანთ გრძნობების თუ ვნებების და თავიანთი რჩეულების გულის მოგებას ლომურად- საჩუქრებით, რომანტიული შეხვედრებით, შესაძლოა პომპეზურობით და ოდნავ თეატრალურობითაც კი, შეეცდებიან.
რომანტიულობის და ახალი ნაცნობობის შანსების გაზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ უკვე 2 აგვისტოს მერკური იუპიტერს შეუერთდა, ხოლო 17 რიცხვში დიდი და მცირე ბედნიერების პლანეტები- იუპიტერი და ვენერა შეერთდებიან!! მერკურისა და ვენერას მიერ მართულ სფეროებში პოზიტივი მეტად აშკარა იქნება.
შეერთებები, როგორც ალბათ იცით, ერთი ციკლის დასასრულს და მეორეს დასაწყისს ნიშნავს. ასეთი წარმატებული შეერთებების ფონზე დაწყებული ახალი ციკლი რომანტიული ურთიერთობის უტყუარი გარანტიაა…
აგვისტოს მანძილზე (8 და 25 რიცხვებში) ვერძში მდგომ ურანს ლომის ზოდიაქოდან 3 პლანეტა უკეთებს ტრინს- მერკური მზე და ვენერა, რაც საკუთარი შეხედულებების გადახედვის სურვილს გაგიჩენთ. იქ. სადაც შეზღუდული შესაძლებლობები ან სხვადასხვა დაბრკოლებები იყო, მოულოდნელი მიგნებები ახალ გზას , დაგანახებთ.
მთელ თვეს ლაიტმოტივად გასდევს ლომის ზოდიაქოში ამდენი პლანეტის, განსაკუთრებით კი ლილიტის ტრანზიტით გამოწვეული- საკუთარი თავის წარმოჩენის, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი, რომელიც სასვე მთვარეობისას- 10 აგვისტოს შესაძლოა მეტად გამძაფრდეს და დიქტატორულ ტენდენციებში გამოვლინდეს. რაც თავის მხრივ სულაც არ წაადგება ახლად დაწყებულ რომანტიულ ურთიერთობას. ამიტომ გირჩევთ ექსცესებისაგან თავის შეკავებას.
სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი პერიოდი იქნება 9დან 11 რიცხვის ჩათვლით. ეს დღეები მალე გადაივლის და ყველაფერი ისევ მწყობრში ჩადგება.
იყავით ყურადღებით, რათა კოსმოსის მიერ გამოგზავნილი შანსები არ გამოტოვოთ, მიაქციეთ ყურადღება შემოთავაზებებს, ფლირტის გამოვლინებებს, ვინ იცის, იქნებ გვერდით სწორედ ის ადამიანია, ვინც თქვენს ცხოვრებაში უზარმაზარი როლი უნდა შეასრულოს?
მე კი, როგორც ყოველთვის, წარმატებებს გისურვებთ!!
წყარო: geoastro.ge