პერმის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ტიმურ ბეკმანსუროვს, რომელიც 2021 წლის 20 სექტემბერს პერმის უნივერსიტეტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული, მათგან 5 სტუდენტია, და ერთი ექიმია, რომელიც შენობაში შვილიშვილთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
გარდა ამისა, მომხდარის შედეგად კიდევ 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ბეკმანსუროვს ბრალად ედება ხულიგნური მოტივით მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; სამართალდამცავი თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა და ქონების განზრახ განადგურება.
სასამართლომ ასევე ბეკმანსუროვი საღად მოაზროვნედ და პირად, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარენა.
თავად ბეკმანსუროვმა დანაშაული ყველა პუნქტში აღიარა, მაგრამ სასამართლოს სთხოვა, არ დაეკისრათ მისთვის მაქსიმალური სასჯელი, რადგან გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობდა და ინვალიდობის მოტივით – დაკავებისას მან მიიღო დაზიანებები, რის გამოც მარცხენა ფეხი მოკვეთეს.
ბეკმანსუროვმა შემაჯამებელ სიტყვაში თქვა, რომ ნანობს ჩადენილს და აპირებს აანაზღაუროს ზიანი ინვალიდობის პენსიიდან და ხელფასიდან, რომელსაც მიიღებს კოლონიაში დასაქმების შემთხვევაში.