პოროშენკომ მილიციას უფლება მისცა სპეცოპერაციის დროს გაუფრთხილებლად ისროლონ
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ცვლილებები შეიტანა კანონპროექტში, რომელიც მილიციას ეხება. ახალი ბრძანებულების თანახმად, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მილიციას უფლება ეძლევა გაუფრთხილებლად ესროლოს მიზანს. დღეიდან იმ პირთა მიმართ, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტად ითვლება, შინაგან საქმეთა სამინისტრო უმკაცრეს ზომებს გამოიყენებს.
“ეს საშუალებას მოგვცემს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებები ავამაღლოთ და ანტიტერორისტული ოპერაცია უფრო ეფექტურად ჩავატაროთ“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.