პატარძეულის სახლ-მუზეუმში გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 123 წლის იუბილე იზეიმეს
დღეს სოფელ პატარძეულში დიდი ქართველი მწერლის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 123 წლის იუბილე მისივე სახელობის სახლ-მუზეუმში იზეიმეს.
საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინფორმაციით,  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  პოეზიის საღამო გაიმართა, რომელშიც სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები  მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წაიკითხეს გიორგი ლეონიძის ლექსები.
სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საგარეჯოს ა.(ა)იპ კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორი ბესიკ ღვინაშვილი, პატარძეულის რწმუნებული – გია ჭინჭარაძე, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი  დარეჯან ლეონიძე, ამავე მუზეუმის თანამშრომლები, მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ.
მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი ლეონიძის ცხოვრება და შემოქმედება, უკვდავყვეს მისი სახელი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.