ირაკლი ღარიბაშვილი – შარშან, როდესაც პრემიერად დავინიშნე, საუბარი გვქონდა გუნდში, რომ მოსალოდნელი იყო მთელი ინფრასტრუქტურის ბიუჯეტის არათუ გაზრდა, არამედ შემცირება, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ისე რომ წელს 3 მილიარდ ლარზე მეტი იყო ბიუჯეტი და გაისადაც 3 მილიარდ 300 მილიონი იქნება

მახსოვს, შარშან, როდესაც პრემიერად დავინიშნე, საუბარი გვქონდა გუნდში, რომ მოსალოდნელი იყო არათუ ბიუჯეტის გაზრდა, არამედ შემცირება, განახევრებაც, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ისე რომ წელს 3 მილიარდ ლარზე მეტი იყო ბიუჯეტი და გაისადაც 3 მილიარდ 300 მილიონი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გაცხადებული პოლიტიკა არის რომ რეგიონებში თანაბრად უნდა გადანაწილდეს სიკეთეები, ის დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, მთელი ინფრასტრუქტურის და სამინისტროში, წელს იყო რეკორდული ბიუჯეტი, სამ მილიარდ ლარზე მეტი. მახსოვს, შარშან, როდესაც პრემიერად დავინიშნე, საუბარი გვქონდა გუნდში, რომ მოსალოდნელი იყო არათუ ბიუჯეტის გაზრდა, არამედ შემცირება, განახევრებაც, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ისე რომ წელს 3 მილიარდ ლარზე მეტი იყო ბიუჯეტი და გაისადაც 3 მილიარდ 300 მილიონი იქნება. ასევე რაც შეეხება რეგიონებს, მინდა მოკლედ ვთქვა რომ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა არის რომ რეგიონებში თანაბრად უნდა გადანაწილდეს სიკეთეები, ის დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში. ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში განახლებული რეგიონების პროგრამა, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრების განახლება შევძელით. განახლება შევძელით, განახლდა 564 შენობა, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები, განახლდა და მოწესრიგდა 92 პარკი და სკვერი, პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში ინვესტირებული არის 400 მილიონ ლარზე მეტი. ასევე ჩვენ შევისწავლეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობა, ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის ქვეყანაში, ჩვენი შვილები, ბავშვები მთელს ქვეყანაში, ვთქვათ პირდაპირ, რომ საკმაოდ რთულ პირობებში იზრდებიან, ამიტომ აუცილებელი იყო ამ პროგრამის დაწყება. ჩვენ 885 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ვიწყებთ მომავალი წლიდან, რამდენიმე ფაზად დაიყოფა აღნიშნული პროგრამა. ეს არის ჯამში მილიარდ სამას მილიონი ლარის პროექტი და ყველა ბაღი აშენდება და მოეწყობა და გარემონტდება ევროპული სტანდარტის მიხედვით.
ასევე მინდა ვთქვა, ჩვენ, სკოლების მიმართულებითად მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ ჩვენ დაახლოებით 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია-განახლებას ვიწყებთ. 2023 წელს 400 სკოლის პროექტს დავიწყებთ, აქედან 80 აშენდება, დანარჩენი სრულად განახლდება და მოეწყობა ევროპული სტანდარტის მიხედვით. ესეც არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროგრამა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები