რუსული სამოქალაქო თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცეს გამოიყენებენ – ნებართვა გაცემულია
რუსული სამოქალაქო თვითმფრინავები სირიის საჰაერო სივრცით ისარგებლებენ.
შესაბამისი ნებართვა სირიის მთავრობამ უკვე გასცა.
ამის შესახებ სირიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბასემ მანსურმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი თხოვნით სირიის ხელისუფლებას რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა მიმართა, ნებართვა დაუყოვნებლივ იყო გაცემული.
მანსური აღნიშნავს, რომ სირიამ რუსეთს ფრენების განრიგის წარდგენა სთხოვა, რათს მოხდეს საჰაერო დერეფნის გათავისუფლება.
მისი თქმით, ქვეყანას შეუძლია უზრუნველყოს რუსული თვითმფრინავების უსაფრთხო გავლა.
ბანსემ მანსური ამბობს, რომ ამჟამად სირიის გავლით, კვიპროსის, ერაყის, ლიბანის და იორდანიის ავიახაზების თვითმფრინავები სარგებლობენ, რომლებიც ლიბანსა და იორდანიაში დაფრინავენ.